აკადემიის შესახებ

Traders Academy

Traders Academy დაარსდა, როგორც პასუხი ერთ კონკრეტულ პრობლემაზე - საქართველოში თრეიდინგი ჯერ კიდევ ახალი, ხშირად არასწორად გაგებული დისციპლინაა, სადაც საგანმანათლებლო კონტენტის უმეტესობა ან ზედაპირულია, ან პირდაპირ შეცდომაში შემყვან „სწრაფი გამდიდრების" დაპირებებზეა აგებული, ან არალოგიკურ სტრატეგიებსა და კონცეპტებზეა აგებული.

ჩვენი მიდგომა განსხვავებულია. ვასწავლით Price Action მეთოდოლოგიას - სისტემას, რომლითაც, ბაზრის მათემატიკური ლოგიკის საშუალებით და ინდიკატორების გარეშე, ბაზარს კითხულობთ სანთელ-სანთელ და აანალიზებთ, რომელი მხარეა კონტროლში (მყიდველები თუ გამყიდველები) და რომელია მოქცეული მახეში. ეს არ არის სწრაფი გამდიდრების სქემა - ეს არის საფუძველი, რომლითაც ჩამოყალიბდებით პროფესიონალ თრეიდერად.


დამფუძნებელი

გიორგი სუდაძე

5 წელზე მეტია, აქტიურად ვვაჭრობ ფინანსურ ბაზრებზე, როგორც პირად, ისე პროპ-ფირმის ანგარიშებზე. ჩემი სავაჭრო სისტემა აშენებულია მსოფლიოს წამყვანი თრეიდერების მეთოდოლოგიაზე - მათი წიგნები, უცხოეთში ფიზიკურ მასტერკლასებზე დასწრება და წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება ჩემი მიდგომის საფუძველია.

Traders Academy-ის მიზანი მარტივია: გადავცე ის, რაც რეალურად მუშაობს - არა თეორია, არამედ ცოდნა, რომლითაც თავად ვვაჭრობ ყოველდღე. ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, სტუდენტს ყველაფერი მაქსიმალურად მარტივ ენაზე ავუხსნა, რადგან მჯერა, რომ ნამდვილი პროფესიონალიზმი სწორედ რთული საკითხის მარტივად ახსნის უნარშია. ვმუშაობ პირადად, შეზღუდულ რაოდენობის სტუდენტთან, რადგან მჯერა, რომ სერიოზული შედეგის მიღწევა ინდივიდუალური მუშაობით ხდება.

გიორგი სუდაძე

კურსის შესახებ

პროგრამის სტრუქტურა, ფორმატი და შერჩევის პროცესი.

დეტალურად →
სტატიები

ყოველდღიური ბაზრის ანალიზი, Price Action Tips და ფსიქოლოგია.

კითხვა →